სოციალური საწარმო ქალებისთვის"მზეკო"

                                            საწარმო "მზეკოს" მისია და საქმიანობა
სოციალური საწარმო "მზეკო" 2017 წლიდან ფუნქციონირებს,მისი მიზანია ,ფარში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება და  პროფესიული განათლების ხელშეწყობა.
 მზეკო ორი მიმართულებით მუშაობს: 1) სასწავლო წრე,სადაც სხვადასხვა ასაკის გოგონები ეუფლებოდნენ ხელსაქმეს,მატყლის დამუშავებას და სვანური ქუდების დამზადების ტექნოლოგიას.
2) საწარმოში იკერება მაღალი ხარისხის თეთრეული. საწარმოს აქვს სოციალური მისია,მოგება,რომელსაც საწარმო იღებს,ხმარდება ბენეფიციარების პროფესიული განათლების მიღებას.
საწარმო აფინანსებს იმ ბენეფიციარების სწავლას,რომლებმაც სწავლა პროფესიული სასწავლებლებში გააგრძელეს.


სიუჟეტები,რომლებიც მომზადდა საწარმოს საქმიანობაზე:
http://rustavi2.ge/ka/video/28267?v=2&fbclid=IwAR0kDV0t4i7kIVF9s8IMMHf14yXu4GySe17g3g_ETax7Zj5jar_O6SKm6X8











                        
                                                  "მზეკოში'შვეიცარიელი ოსტატები
 2019 წლის შემოდგომის პროგრამა გაგრძელდა შვეიცარიელი ოსტატის სილვია ფალეტის მიერ.
წლევანდელ სეზონზე ჩრთული იყო ფარის თემის 10 ქალბატონი და 4 ბავშვი.
ქალები ძირიტადად ეუფლებოდნენ დაზგაზე ქსოვას,კერვას და ქსოვას.
 ყოველი დღე განსხვავებული და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას იძლეოდა.
ქალებს,მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები საჩუქრად მიჰქონდათ სახლში,ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული,როგორც სწავლის პროცესში,ასევე  ხელი ეწყობოდა ქალების სოციალიზაციას.



                                                                        


















                    


                                                              


                                                                  მთის დღე
       2018 წლის  11 დეკემბერს ,თბილისში საგამოფენო სივრცეში,ექსპო ჯორჯია მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,სადაც წარმოდგენილი იყო "მზეკოს "ნამუშევრები.




               




                    "მზეკოს" ნამუშევრების გამოფენა მესტიის #1 საჯარო სკოლაში.

2018 წლის 15 ოქტომბერს,მესტიის #1 საჯარო სკოლაში  სააქტო დარბაზი გაიხსნა,რომელიც  სვანეთი ჰიდროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.გახსნის ღონისძიებაზე,ჩვენი საწარმოს ახალგაზრდებიც იყვნენ მიწვეული თავისი ნამუშევრებით.მონაწილეები უზიარებდნენ დაინტერესებულ პირებს საწარმოს მუშაობის  შესახებ.









                 პროექტის "მზეკოს" თანამშრომლობა შვეიცარილე ოსტატებთან

       2018 წლის მაისში,პროექტის ხელმძღვანელი,ეკა წულუკიძე, შეხვდა შვეიცარიელ ტრადიციული რეწვის ოსტატს სილვია ფალეტს,რომელსაც გააცნო საწარმოს საქმიანობის მიზნები და ამოცანები,თავად სილვია ფალეტი,უკვე 10 წელია მუშაობს სვანეთის სოფლებში,უშგულსა და მულახში,ის ქალბეს საკუტარი რესუსრსით ასწავლის ხელსაქმეს და ეხმარება მათ ხელობის შესწავლასა და სოციალიზაციაში.
შეხვედრის ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება,რომ სილვია მოამზადებდა კონკრეტულ პროგრმას ფარში მცხოვრებ ქალებისთვის და ჩარტავდა მათ საკუტარ საქმიანობაში.
 სექტემბრის  თვეში სილვია ესტუმრა სოფელ ფარს და 10 დღიანი სასწავლო კურსი ჩაატარა   დაინტერესებული პირებისთვის.
სამუშაო პროცესი,სილვიას თქმით,იყო საინტერესო და აქტიური,ჩანდა ქალების მონდომება და დაინტერესება პროექტის მიმართ,სწორედ მიტომ ის გააგრძელებს მომდევნო თვეებშიც სოფელ ფარში საქმიანობას.
                     





                                   


                            გამოფენას მესტიის კულტურის სამსახური მასპინძლობს.

 25 ოქტომბერს, 15.00 საათზე,მესტიის ფოლკლორის სახლში,მოეწყო სოციალური საწარმო"მზეკოს",ნინო გოშხეთელიანისა და სოფიო კეპულაძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე მსურველებს შეეძლოთ დაათვალიერება  და შეძენა, ხელნაკეთი ნივთები,სამკაულები და აქსესუარები,საშემოდგომო კოლექციიდან.
გამოფენა-გაყიდვის მიზანია, საწარმოს ბენეფიციარებისა და მათი პედაგოგების შემოქმედების გაცნობა ფართო მასებისათვის.
გამოფენა-გაყიდვის მხარდამჭერია,მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური,ააიპ ორგანიზაცია"გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
გამოფენას  დაესწრნენ ასევე სსიპ"ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის"წარმომადგენელი და ტელეკომპანია,რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი,რომელმაც სიუჟეტი მიუძღვა საწარმოს საქმიანობას.
                                                




                           გაყიდვა.  "მზეკოს"   გამოფენა სეტის ბაღში.

14 სექტემბერს, საწარმო "მზეკომ" ახალგაზრდა ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. გამოფენის მხარდამჭერი იყო,მესტიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
გამოფენა-გაყიდვის მიზანს წარმოადგენდა საწარმოს საქმიანობის პოპულარიზება და ახალგაზრდა მეწარმეებისხელშეწყობა.
მომხმარებლებს საშუალება ქონდათ,შეეძინათ ორიგინალური ნივთები: სამკაულები,აქსესუარები,სუვენირები და დეკორატიული ნივთები.







                 ფინკა ბანკის რჩეული "მზეკოს" ბენეფიციარი გახდა
   პროექტის, სოცილაური საწარმო "მზეკოს"ბენეფიციარი,ანა რეზესიძე, ფინკა ბანკმა დააჯილდოვა.
ფესტივალ სვანეთობა 2017ისა და ფუძეობა 2017 -ის პარტნიორმა,ფინკა ბანკმა,სვანეთის ახალგაზრდა მეწარმე შეარჩია და ის 300 ლარიანი დეპოზიტით დააჯილდოვა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეს საკუთარი ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება.
ორგანიზაცია"გავაძიეროთ სოფლად ახალგაზრდები" ულოცავს ანას და მომავალში წარმატებას უსურვებს.
ორგანნიზაცია, ხელს უწყობს ცვლილებებს ახალგაზრდების უკეთესი მომავლისათვის.





             ტრენინგი "პროფესიული განათლების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში"    

პროექტის,სოციალური საწარმო "მზეკოს" ფარგლებში, ა(ა)იპ ორგანიზაციამ"გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები" ჩაატარა სემინარი თემაზე: პროფესიული განათლება- მომავალი წარმატებისთვის".
შეხვედრას ესწრებოდა ფარის თემის მოსწავლე-ახალგაზრდობა.
სემინარის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ პროფესიული განათლების სპეციფიკას,პროფესიული განათლების საფეხურებსა და მიმართულებებს.გაეცნენ სახელმწიფოს ხედვას პროფესიული განათლების შესახებ.
გაიმართა დისკუსია, ახალგაზრდები აღნიშნავდნენ,რომ პროფესიული განათლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების სწრაფად დასაქმებას,საკუტარი შესაძლებლობის რეალიზებას.
საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს,პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულებმა.
დამსწრე საზოგადოება აღნიშნავდა,რომ სემინარი იყო საინტერესო და ინფორმაციული, ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს,რაზეც აქამდე წარმოდგენა არ ქონდათ.
"გავაძლიეროტ სოფლად ახალგაზრდები", მხარს უჭერს ახალგაზრდულ ინიციატივებს და ცდილობს ყოველთვის სწორი მიმართულებით წარმართოს ახალგაზრდების ხედვა.








                                              "მზეკო" სვანეთობაზე!
                           29 ივლისს საწარმო "მზეკომ" საკუთარი პროდუქციით მონაწილეობა მიიღო ფესტივალში "სვანეთობა 2017"და ფესტივალი ფუძეობა"
ფესტივალის მიზანია, სვანუ კულტურის გაცნობა სტუმრებისათვის, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.სვანეთის თითოეულს სოფელს,ეთმობა კუთხე,სადაც მას შეუძლია წარმოაჩინოს სვანური სამზარეულო და ხელნაკეთი ნივთები,ადგილზე წარმოებული პროდუქცია.
ფესტივალის პარტნიორმა,"ფინკა" ბანკმა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სოციალურ პროექტებს, შეარჩია და დააჯილდოვა საწარმოს 16 წლის ბენეფიციარი,ანა რეზესიძე, ფინკა ბანკის ანაბარით,რაც ანას შესძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად განავითაროს ის მეწარმეობის უნარები,რაც პროექტის "მზეკოს" ფარგლებშ შეიძინა.
წარმატებები ანას და მადლობა ფინკა ბანკს,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას მხარდაჭერისათვის





        "მზეკოს" ბენეფიციარებმა პირველად მმიიღეს მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვაში.


15 ივლისს, სოფელ ჭუბერში, საწარმო "მზეკომ" წარადგინა ფესტივალზე საკუტარი პროდუქცია.
ფეტივალი მიზნად ისახავდა მოიზიდოს ადამიანები, ორგანიზაციები და მეწარმეები, ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს სვანური კულტურის, ბუნების, ცხოვრების სტილის დაცვაში და ამ გზით ხელი შეუწყოს ამ რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას. 
- გულისხმობს სვანეთში ადამიანების თავმოყრას, გრძელვადიანი საკომუნიკაციო ქსელის შექმნას, სწავლებას, ადგილობრივ მოსახლეობასადა სტუმრებს შორის სამომავლო პარტნიორობას - გამოცდილების, საკუთარი ისტორიებისა და ცოდნის გაცვლის გზით.
დღის განმავლობაში,მზეკოს პროდუქციას ბევრი ადამიანი გაეცნო და მრავალი მომხმარებელიც შეიძინა.
საწარმომ წარადგინა,თეთრეული,ქეჩისა და ნაქსოვი აქსესუარები,სუვენირები.მეორადი გამოყენების ნივთებისგან შექმნილი დეკორატიული სუვენირები






                   
                         ახალგაზრდა გოგონები  ხელსაქმეს ეუფლებიან.


სულ რამდენიმე დღეა,რაც პროექტი "მზეკო" წარმატებით მიმდინარეობს.
შეიქმნა ხელნაკეთი აქსესუარების შემსწავლელი წრე.მონაწილეები ქმნიან ულამაზეს სამკაულებს,ბრელოკებს, ჩანთებსა და სხვადასხვა აქსესუარებს.
პარალალურად მოქმედებს მატყლის ტრადიციული მეთოდით დამუშავების შემსწავლელი წრე,სადაც მონაწილეები შეისწავლიან მატყლის დამუშავებას და სვანური ქუდების დამზადების ტექნოლოგიას.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულია თეთრეულის კერვის საწარმო,იკერება მაღალი ხარისხის სატინის,ტეფალის,ჩითისა და ბამბუკის თეთრეული.
პროექტის მიზანი, ახალგაზრდების პროფესიული განათლების ხელშეწყობა წარმატებით მიმდინარეობს,მონაწილეები ეუფლებიან ხელსაქმეს,იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ რჩევებს გამოცდლი პედაგოგებისგან.








                                              პირველი საინფორმაციო შეხვედრა თემის მოსახლეობასთან.

2017 წლის 8ივნისს,ორგანიზაცია"გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდებმა",თემის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო,პროექტის,სოციალური საწარმო ქალებისთვის"მზეკო" შესახებ,რომლის ფინანსური მხარდამჭერია სსიპ" ბავშთა  და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი"
პროექტის ფარგლებში,შეიქმნება საწარმო,რომლის ბენეფიციარები იქნებიან ფარის თემში მცხოვრები ქალები.
პროექტის მიზანია,სოფლად მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პროფესიული  უნარების გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობა.
მოწვეულ სტუმრები,გაეცნენ საწარმოს მიზნებსა და ამოცანებს,საწარმოს მუშაობის სპეციფიკას,პროექტში ჩართვის შესაძლებლობებს.
გაიმართა დისკუსია,სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ახალგაზრდებმა დიდი ინტერეს გამოხატეს პროექტის მიმართ,მათთვის მნისვნელოვანია ის შეთავაზებები,რასაც საწარმო მათ სწავლისა და დასაქმების კუთხით სთავაზობს.
საწარმო ორიენტირებულია,ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიულ განათლებას და მოგების მნიშვნელოვანი წილი ჩადოს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა დაფინანსებაში.
სოფელს მეტი პროფესიონალი კადრი სჭირდება სხვადასხვა დარგში




Комментариев нет:

Отправить комментарий