პროექტი" TRAVEL SVANETI"

ჩვენი პროექტი  "TRAVEL SVANETI",რომელიც ითვალისწინებს,მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ.ფარში სოციალური საწარმოს შექმნას,რომელიც იზრუნებს თემში ტურიზმის განვითარებაზე.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 12519 ლარს
პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს,საქართველოს სპორტისა დაახაგაზრდობის სამინისტრო,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.

მიუხედავად იმისა,რომ სვანეთი ტურისტულად აქტიური რეგიონია, რიგი სოფლები საერთოდ არ არის ჩართული ტურისტულ მარშრუტში,სწორედ,ამ  პრობლემის წინაშე დგას ფარის თემიც.სოფლის ტურისტული პოტენციალი გამოუყენებელია,ახალგაზრდობა დაუსაქმებელია და ხდება მათი სოფლიდან გადინება,რაც სოფლის ეკონომიურ  დასუსტებასადა ახალგაზრდების  გადინებას იწვევს.
პროექტის „TRAVEL SVANETI“მიზანია:
       ახალგაზრდების დასაქმება,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობით.
       ტურისტული ცენტრის დააარსება.
       ტურისტების მოზიდვა თემში.
       ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
       ახალგაზრდების დაინტერესება ტურისტული ბიზნესით
       სოფლის ტურისტულ მარშუტში ჩართვა

       მოსწავლე -ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
 შედეგი, რომელსაც ველით პროექტის განხორციელებისგან.
       ფარის თემს გახდის  ცნობადს
       საწყის ეტაპზე მიიზიდავს დაახლოებით 300-500 ტურისტს.
       მოსახლეობის დასაქმება და შემოსავლების ზრდა.
       ახალგაზრდები მომზადდებიან  გიდებად როგორც საფეხმავლო, ასევე საცხენოსნო ტურებისთვის.
       სოფლის რესურსები გამოყენებული იქნება მარკეტინგულად მომგებიან შემოსავლის წყაროდ.
       მოსახლეობა დაიწყებს ზრუნვას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე
       გაჩნდება საოჯახო სასტუმროები
       გაიხსნება კვების ობიექტი,სასურსათო მაღაზია
       მოსახლეობა შეძლებს ადგილობრივი პროდუქტის რეალიზებას
       დაიწყება შემოსავლების ზრდა და მოსახლეობის მდგომარეობის  ეკონომიური  მაჩვენებლის ზრდა.
პროდუქტი, რომელიც შეიქმნება პროექტის შედეგად.
       შეიქმნება ტურისტული ცენტრი
       ცენტრი იმუშავებს ტურისტების მოზიდვაზე.
       შეიქმნება ელექტრონული გვერდი
       დაიდგმება ბანერები სოფლის  გადასახვევთან,ცენტრალური გზაზე
       შეიქმნება მარშუტების კატალოგი
       შეიქმნება  ცხენების გაქირავების სერვისი
       მომზადდება გამყოლთა ჯგუფი
       შეიქმნება მოსახლეობის ბაზა,ვინც შეძლებს პირველ ეტაპზე ტურისტების მიღებას
       ჩატარდება ტრენინგი მოსახლეობისათვის „ როგორ განვავითაროთ კერძო ბიზნესი“ და „ რა უნარებს უნდა ფლობდეს გიდი“
       ჩატარდება მოსწავლეთა კონკურსი
.

Комментариев нет:

Отправить комментарий