პროექტი,როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო


 ctc-ის პროექტი ზემო სვანეთში,განიხილა ჩვენი ორგანიზაციის მიერ შეტანილი განაცხადი საგრანტო კონკურსში,სახელწოდებით"როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან",კომისიამ გაუწია .რეკომენდაცია და პროექტი იქნა დაფინანსებული.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ფარის თემისათვის ურთულესი პრობლემის გადაჭრისაკენ გზების ძიება.ჩვენს ირგვლივ უამრავი საყოფაცხოვრებო ნარჩენები გროვდება,ცხადია მათ გადაყრა ჭირდება,რადგანაც თემში არ არსებობს ნაგავსაყრელი,მოსახლეობაც თვითნებურად  მათთვის ხელსაყრელ ადგილას ყრის ნაგავს. პროექტის ფარგლებში იგეგმება მოსახლეობასთან შეხვედრა,განხილვა პრობლემისა თუ სად უნდა წაიღოს მოსახლეობამ ნაგავი,შემუშავდება პეტიცია ადგილობრივ თვითმართველობაში წარსადგენად,მოხდება მისი ადვოკატირება და ძვრები პრობლემის გადაჭრისაკენ. პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნებ დასუფთავების აქცია,და ჩაიდგმება თემში სანაგვე ურნები.ახალგაზრდების მაღალი ჩართულობის მიზნით გამოცხადდება  ფოტო კონკურსი" აღმოაჩინე შენი ბუნება",გამარჯვებული ფოტოები დაიბეჭდება წლის კალენდარში.
პროექტის განხორციელებას ვიწყებთ 4 მარტიდან.



                                            ფოტო კონკურსი
                                                 (კონკურსის ფარგლებში მიღებული ფოტო მასალა)
ორგანიზაცია "გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები" აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე:" აღმოაჩინე შენი ბუნება",
კონკურსის მიზანია ახალგაზრდები აქტიურად ჩერთონ პროექტში " როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან" ფოტოებში უნდა ჩანდეს ახალგაზრდების ხედვა რომ ბუნება მშვენიერია და ადამიანის უდიერი მოპყრობა ჩრდილავს მის მშვენიერებას.
კონკურსის ფარგლებში ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი. კონკურსანტებმა ფოტოები გამოგვიგზავნეთ მეილზე:axalgazrdebi.axalgazrdebi@gmail.com.
გამარჯვებული ფოტოები დაიბეჭდება წლის კალენდარში ,რომელიც გავრცელდება მესტიის რ-ნის მაშტაბით.
წარმატებები.

                             მოსახლეობასთან შეხვედრის განრიგი.
 ვიწყებთ პროექტის  ძირითადი ნაწილის განხორციელებას, პროექტის " როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო" მიშვნელოვანი ეტაპია მოსახლეობასთან შეხვედრა და მსჯელობა პრობლემაზე როგორ გავუფრთხილდეთ გარემოს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან,სად წავიღოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები რომელიც მოსახლეობას უგროვდება. შევიმუშაოთ პეტიცია ადგილობრივ თვითმართველობაში წარსადგენად,ვეძებოთ ერთად პრობლემიდან გამოსავალი,სწორედ ამ მიზნით დაგეგმილია ფარის თემის შვიდ უბანზე მოსახლეობასთან შეხვედრა.
მოსაწვევები დარიგებულია ზედა და ქვედა ლუჰის მოსახლეობში,ორგანიზაციასთან მომუშავე მოხალისე ახალგაზრდების ნინო წულუკიანისა და მარი დადეშქელიანის მიერ.
 მოსახლეობასთან შეხვედრის განრიგი:
29.03 2014წ დღის 12 სთ, შეხვედრა ქვედა ლუჰის მოსახლეობასთან.
   29 .03.2014წ დღის 14 სთ,შეხვედრა ზემო ლუჰის მოსახლეობასთან.
    30.03. 2014წ დღის 15სთ.შეხვედრა ლამხერის უბნის მოსახლეობასთან.
     2.04.2014წ დღის 15 სთ.შეხვედრა კაცხის უბნის მოსახლეობასთან.
     4.04.2014წ. დღის 15 სთ,შეხვედრა  ფარის თემის მოსახლეობასთან.
     10.04.2014წ. დღის 13 სთ.შეხვედრა ღეშდერის უბნის მოსახლეობასთან.
მოსაწვევები დარიგებულია

                              მოსახლეობასთან შეხვედრა.
 პროექტის ფარგლებში დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრა. შეხვედრის მიზანია,მოსახლეობამ  იმსჯელოს პრობლემის მოგვარების გზებზე. შემოქვთავაზოს   გამოსავალი თუ სად წაიღოს მოსახლეობამ დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 
  31 მარტს შევხვდით ქვედა და ზედა ლუჰის უბნის მოსახლეობას. გავაცანით პროექტის მიზანი,მიმდინარეობის ეტაპები, მოსახლეობამ დააფიქსირა თავისი მოსაზრება თუ როგორ შეიძლება ეს რთული პრობლემა მოგვარდეს,ვიმსჯელეთ პეტიციის შინაარსზე,რითაც მივმართავთ ადგილობრივ თვითმართველობას.
 მოსახლეობამ ორი ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზა, დაიდგას სანაგვე ურნები და მოხდეს მათი გატანა ორ კვირაში ერთხელ დასუფთავების სამსახურის მიერ,ან უფრო ოპტიმალური გამოსავალი სოფელშივე მოეწყოს უსაფრთხო დროებითი ნაგავსაყრელი.
მოსახლეობას გავაცანით ფოტო კონკურსის ფარგლებში შემოსული ფოტო მასალა და დაასახელეს მათთვის სასურველი ფოტოები.
 მოსახლეობასთან შეხვედრში აქტიურად  ჩაერთო  სოფლის რწმუნებული ქალბატონი მზია გვარმიანი და მოხალისეობის სურვილი გამოთქვა " ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამის მონაწილე პედაგოგმა ანი ბახტაძემ ,მან შეხვედრის ამსახველი ფოტოების გადაღება იტვირთა.დიდი მადლობა მათ.


                                                                                  













 1 აპრილი შეხვედრა ლამხერის უბნის მოსახლეობასთან.

ლამხერის უბნის მოსახლეობასაც მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის
შესახებ,ვიმსჯელეთ როგორ უნდა გადაწყდეს არსებული პრობლემა.
 მოსახლეობამ ერთადერთ გამოსავლად დაასახელა მოეწყოს სოფელში
უსაფრთხო ნაგავსაყრელი,რადგან სხვა ალტერატივა არ  არსებობს,დასუფთავების
სამსახური რეალურად სოფელს ვერ მოემსახურება ,მისი  ტერიტორიული
მდებარეობის და  მოუწესრიგებელი გზის  გამო.


4-5 აპრილი ფარის ცენტრალურ უბნებში მოსახლეობასთან შეხვედრა.
სოფ. ფარში მოსახლეობას შევხვდით სამ უბანზე,სოფლის ცენტრში,კულტურის სახლში და განაპირა უბანში .
მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ,ვიმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
სოფ.ფარის მოსახლეობას  კითხვაზე " სად წავიღოთ ნაგავი"ოპტიმალურ გამოსავლად მიაჩნია,
სოფლიდან მოშორებით მოეწყოს უსაფრთხო დროებითი ნაგავსაყრელი,  მოხდეს დასაქმება ერთი ადამიანისა ვინც შეძლებს ურნებში დაგროვილი ნაგვის გატანას ნაგავსაყრელამდე.
მოხდა  კალენდრისთვის ფოტოების შეჩევა,რომელისთვისაც გამოვიყენეთ ფარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ოთახი.
12 აპრილი შეხვედრა ღეშდერის უბნის მოსახლეობასთან.

მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორამცია პროექტისა და განმხორციელებლების შესახებ .
ვისაუბრეთ  გარემოს დაბინძურებისა პრობლემაზე,რომელიც მოსახლეობის მიერ ტვიტნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელები იწვევს. მოსახლეობამ გამოთქვა გულისტკივილი იმის შესახებ,რომ მათაც  გააზრებული აქვთ რომ ნაგავი არ უნდა იყრებოდეს სოფლის შემოსასვლელში,რომელიც შემოუღობავია, რომელიც  განსაკუტრებით ზაფხულობით ანტისანიტარიის კერაა, მაგრამ გამოსავლას ვერ ხედავენ ,ფაქტია რომ ნარჩენები გროვდება და მატაც უწევთ გადაყრა,ამიტომაც მათ გამოსავლად მიაჩნიათ მოეწყოს უსაფრთხო დროებითი ნაგავსაყრელი ,რომელიც სოფლიდან მოშორებით იქნება განთავსებული.
მოსახლეობას ვუჩვენეთ ფოტო ნამუშევრები რომელიც კონკურსის ფარგლებში მივიღეთ.


 დაიბეჭდა კალენდარი


პროექტის ფარგლებში, გამოცხადებული ფოტო კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული ფოტოებით დაიბეჭდა კალენდარი.კალენდრები დარიგდა ფარის თემში, რამდენიმე საჯარო სკოლას მიეწოდა გასავრცელებლად სვანეთის სხვადასხავა სოფლებში და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
კალენდარში დაიბეჭდა 4 ფოტო ,რომელიც გახდა ფარის თემის მოსახლეობამ.კალენდრის იდეური შინაარსი მდგომარეობს შემდეგში,სვანეთი ულამაზესია და მის უმშვენიერეს ბუნებას ადამიანი გაუცნობიერებლად აბინძურებს და ზიანს აყენებს გარემოს.
კალენდარს ამშვენებს არჩვეულებრივი სლოგანი
" სვანეთის მზის შუქით ჩვენი ცა ნათდება
ლამაზ ცას სუფთა,ლამაზი გარემო უხდება"

დასუფთავების კვირეული..

24 აპრილს მოვაწყვეთ სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. აქციის მონაწილეებს ორგანიზაციისაგან გადაეცათ დასუფთავების აქციისთვის დამზადებული მაისურები სლოგანით " ამინდია მზაინი არ მივაყენოთ გარემოს ზიანი"

11 მაისს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დასუფთავების აქცია მოვაწყვეთ. დავასუფთავეთ სოფლის მახლობლად მოწყობილი ნაგავსაყრელი და დაბინძურებული კერები,შევაგროვეთ მყარი ნარჩენები,რომლის გატანა უნდა უზრუნველყოს დასუფთავების სამსახურმა.სოფელში განვათავსეთ პროექტის ფარგლებში შეძენილი სანაგვე ურნები.
დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ ფარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ ორგანიზაციის სახელით.
ასევე დიდ მადლობას ვუხდით ფარის თემის რწმუნებულს ქალბატონ მზია გვარმიანს,რომელიც პროექტის დაწყების დღიდან აქტიურად გვიდგას მხარში და ჩვენს გვერდით იღებდა მონაწილეობას დასუფთავებაში.
 


თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმართველობასთან.
პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეგვედგინა პეტიცია სადაც მოსახლეობა ადგილობრივ თვითმართველობას სთხოვდა სოფელში არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განტვირთვას ან უსაფრთხო ნაგავსაყრელის მოწყობას.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლი ბატონი კაპიტონ ჟორჟოლიანი გაეცნო ჩვენი პროექტის მიზანს და აქტიურად დაგვიჭირა მხარი რობლემის გადაჭრის საქმეში. მან გადაწყვეტილება მიიღო რომ ფარის თემში ივლის დასუფთავების სამსახურის მანქანები და მოხდება სოფლიდან მყარი ნარჩენების გატანა.
ორგანიზაცია "გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდებსა " და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
ორგანიზაცია თემის სახელით მადლობას უხდის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს აქტიური მხარდაჭერისათვის და ფარის თემში წლების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარებისათვის.


მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურთან შეხვედრა
15 მაისს ,პროექტის ფარგლებში შევხვდით მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსს ბატონ მამუკა გირგვლიანს,შეხვედრისას გადაწყდა რომ დასუფთავების სამსახური ითანამშრომლებს ჩვენთან და ნარჩენების გატანას სოფლიდან უზრუნველყოფს,მაშინ როცა სოფლიდან შევა შეტყობინება სანაგვე ურნების გავსების შესახებ.მანამდე მოხდება სოფლიდან დასუფთავების აქციის შედეგად შეგროვილი ნაგვის გატანა.
                  
                       დასუფთავების სამსახურის მიერ სოფლიდან გატანილ იქნა ნაგავი..
6 ივნისს  პროექტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების თანახმად მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილ იქნა დასუფთავების აქციის შედეგად შეგროვილი ნაგვი ,დაცლილ იქნა სანაგვე ურნებში განთავსებული ნაგავი.

                                                    პროექტის დასასრული
ამრიგად პროექტი " როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო დაბინძურებისგან" დასრულდა,პროექტი მიზნად იახავდა წლების მანძილზე არებული ნაგავაყრელების პრობლემის მოგვარება. პროექტი წარმატებით დასრულდა რადგანაც პრობლემა გადაიჭრა,სოფელ მოემსახურება მესტიის მუნიციპალიტეტი დასუფთავების სამსახური. გჯეროდეთ,მთავარია მონდომება თორე კეთილ საქმეს ბევრი გვერდით  მდგომი გამოუჩნდება. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში პატარა წვლილიც კი შეიტანა.

Комментариев нет:

Отправить комментарий