ორგანიზაციის წესდება

წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება
1.ზოგადი დებულებები.
1.1. ასოციაცია “გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები(შემდგომში ასოციაცია)  წარმოადგენს საქართველოს  სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2.  სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3.     საზოგადოების სახელწოდება: ასოციაცია “გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
1.4.  სამართლებრივი ფორმა_არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
1.5. იურიდიული მისამართი : მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფარი 
1.6.  ფაქტობრივი მისამართი: მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფარი
1.7.  ელექტრონული მისამართი: ekaterine.tsulukidze@gmail.com
1.8. სოციაცია თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
1.9.   ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
1.10. ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. 
1.11. ასოციაცია საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, კავშირი მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.12. ასოციაცია უფლებამოსილია ჰქონდეს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, განკერძოებული ქონება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
1.13. ასოციაცია უფლებამოსილია დადოს გარიგებები თავისი სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად. მას შეუძლია შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და განახორციელოს მოვალეობანი, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დადოს შესაბამისი შეთანხმებები, ხელშეკრულებები, კონტრაქტები, მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
1.14. ასოციაციას უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ფილიალები (განყოფილებები), რომლებიც იმოქმედებენ კავშირის მიერ დამტკიცებული აქტების საფუძველზე, აგრეთვე განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
1.15.  ასოციაციის  დავა სხვა იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან განიხილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
1.16. ასოციაცია  იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

2. ასოციაციის მიზნები და ამოცანები 
ასოციაციის  საქმიანობის ძირითადი მიზანია კანონით დადგენილი წესით ხელი შეუწყოს:

2.1.ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდული პრობლემების შესწავლა და გადაჭრა;
2.2. ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება და ფინანსური მხარდაჭერა;
2.3. საგანმანათლებლო საქმიანობა ახალგაზრდებში ტოლერანტული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით;
2.4. სოციალურად დაუცველთა და ხელმოკლე ახალგაზრდების განათლების მიღების ხელშეწყობა;
2.5. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნება;
2.6.სვანური ფოლკლორის გადარჩენა და პოპულარიზება;
2.7. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სოფლებში ახაგაზრდების დასაქმებისათვის;
2.8.სპორტის განვითარება და მხარდაჭერა;
2.9.ზემო სვანეთის რეგიონის  ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ აქტივობებში;
2.10.        საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების განხორციელება და მხარდაჭერა;
2.11.        ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდების უფლებების დაცვა;
2.12.        ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება;
3.ასოციაციის  საქმიანობის ფორმები 
ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ასოციაცია კანონით დადგენილი წესით:

3.1. ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო, კულტურულ და ეკონომიკურ საქმიანობას;
3.2.  აწყობს კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, დისკუსიებს, სემინარებს, გამოფენებსა და ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს;
3.3. მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაობაში;
3.4. აგროვებს შემოწირულობებს;
3.5. ქმნის სასწავლო-საინფორმაციო და სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის ცენტრებს;
3.6. აწარმოებს სარეკლამო, საგამომცემლო, საექსპერტო, საკონსულტაციო და მთარგმნელობით საქმიანობას;
3.7. ახორციელებს სხვადასხვა სახის საქმიანობას ხალგაზრდების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად;
3.8. ქმნის განყოფილებებს, ფილიალებს, წარმომადგენლობებს;
3.9. შუამდგომლობს მეცნიერების, განათლების, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროში მომუშავე თვალსაჩინო მოღვაწეთათვის ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭებას;
3.10. გამოსცემს და ავრცელებს თემატურ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, ჟურნალებსა და წიგნებს, ბროშურებს -როგორც თაბახზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით; 

3.11.   ეწევა ხალგაზრდების  უფლებების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას;
3.12. ღებულობს მონაწილეობას საგრანტო პროგრამებში და თვითონაც გასცემს გრანტს;
3.13. ახდენს ქონების დაგროვებას საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიეროკვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;
3.14. სამართლებრივი ექსპერტიზის, შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე ორგანიზაციის პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივპოლიტიკური საკითხების განხილვაში;
3.15. თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;
3.16. ეწევა  ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობაში სამართლებრივ და სამოქალაქო განათლების საკითხებზე საინფორმაციოშემეცნებით საქმიანობას;
3.17. ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს
3.18. ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც აკრძალული არ არის კანონით.



                                                                                                                                            
5. ასოციაციის  წევრობა 
5.1 ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იზიარებს კავშირის მიზნებს და იცავს ამ წესდების მოთხოვნებს;
5.2  ასოციაციის კავშირის წევრად გახდომისათვის საჭიროა პირადი განცხადება და კავშირის წევრის წერილობითი რეკომენდაცია. წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ ან საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით;
5.3  ასოციაციის წევრის უფლებამოსილება წყდება:
) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
) გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ 12 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
)  ასოციაციის  წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს ან იგი არღვევს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;
) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედითუუნაროდ ცნობისას;
) გარდაცვალებისას.
5.4 გამგეობის გადაწყვეტილებით  ასოციაციის  საპატიო წევრად შეიძლება მიღებული იქნას პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ასოციაციის საქმიანობას, მაგრამ არ არის მისი წევრი. საპატიო წევრზე ასოციაციის  წევრისათვის ამ წესდებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი არ ვრცელდება. საპატიო წევრის სტატუსს განსაზღვრავს გამგეობა.
6. ასოციაციის   წევრთა უფლება-მოვალეობანი 
6. ასოციაციის  წევრს უფლება აქვს:
) მონაწილეობდეს კავშირის წევრთა საერთო კრებაში;
) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის  მმართველ ორგანოებში;
) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს კავშირის საქმიანობაში, მის პროგრამებში;
) მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის ღონისძიებათა შესახებ;
) მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;
) ასოციაციის  მმართველი ორგანოების განსახილველად გამოიტანოს წინადადებები კავშირის საქმიანობის შესახებ და მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვაში;
) მონაწილეობდეს ასოციაციის  გამგეობის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით;
) ისარგებლოს  ასოციაციის  საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
) იქონიოს  ასოციაციის  წევრობის დამადასტურებელი მოწმობა;
) ატაროს  ასოციაციის  ემბლემა და ისარგებლოს კავშირის სიმბოლიკით.
6.2. ასოციაციის  წევრი მოვალეა:
) საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყოს  ასოციაციის  მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
) დაიცვას   ასოციაციის წესდება და საერთო კრების გადაწყვეტილებები;
) მონაწილეობა მიიღოს   ასოციაციის მიერ მოსაწყობ ღონისძიებათა ჩატარებაში;
) გადაიხადოს საწევრო შენატანი საერთო კრების მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
) გაუფრთხილდეს   ასოციაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას.
7. ასოციაციის მართვა 
7.1   ასოციაციის იქმნება დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ   ასოციაციის წევრებს. დამფუძნებლები ამტკიცებენ  ასოციაციის  წესდებას დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით;
7.2   ასოციაციის  უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა  ასოციაციის  წევრთა საერთო კრება. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება  ასოციაციის  წევრთა ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა სხვისთვის არ შეიძლება;
7.3 საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:
ცვლილებებისა და დამატებების შეტანა კავშირის წესდებაში, რასაც დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობა სჭირდება;
ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მიზნობრივი პროგრამებისა და გრძელვადიანი პროექტების დამტკიცება;
ასოციაციის მიზნის შეცვლა; სხვა ორგანიზაციებთან შერწყმა თავდაპირველ მიზანთან მსგავსების შენარჩუნებით, რასაც დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობა სჭირდება;
გამგეობის წევრთა უფლებამოსილების განსაზღვრა, გამგეობის წევრთა არჩევა. არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ახალი წილისყრა ჩატარდება საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;
გამგეობის ანგარიშების მოსმენა და დამტკიცება;
გადაწყვეტილების მიღება  ასოციაციის  საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რასაც დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობა სჭირდება.
7.4  წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში  ასოციაციის  ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომელიც ირჩევა საერთო კრების მიერ 5 წლის ვადით და შედგება 5(ხუთი) წევრისაგან:



7.5 საერთო კრება ირჩევს გამგეობის წევრებიდან კავშირის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით.
7.6 გამგეობის სხდომა ინიშნება  ასოციაციის  თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა 2/3 მაინც. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე ხმების უბრალო უმრავლესობით. სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც თანმიმდევრულ ასახვას ჰპოვებს სხდომაზე განხილული საკითხები და შესაბამისი გადაწყვეტილებანი.
7.7  გამგეობის წევრები ვალდებულნი არიან  ასოციაციის  საქმეები წარმართონ კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად და მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ზარალისათვის აგებენ პასუხს.
7.8  გამგეობა:
განაგებს   ასოციაციის ქონებას;
იწვევს საერთო კრებას და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მის წარმართვას;
იღებს  ასოციაციის ახალ წევრებს;
 ასოციაციის  მიზნების განსახორციელებლად ქმნის ჯგუფებსა და განყოფილებებს, ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს;
იღებს გადაწყვეტილებებს  ასოციაციის  ფილიალების (წარმომადგენლობების) შექმნისა და მათი ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
აფუძნებს  ასოციაციის  საწარმოებსა და თვითდაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
ადგენს წლიურ ბიუჯეტსა და ბალანსს, ფინანსურ და საწარმოო გეგმებსა და პროექტებს;
აწარმოებ  ასოციაციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებას და დათხოვნას გამგეობის წევრთა გარდა;
განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების პირობებს, წყვეტს საკითხს პრემიების გაცემის თაობაზე;
იღებს სხვა გადაწყვეტილებებს  ასოციაციის  მიერ წესდებით დასახული მიზნების მისაღწევად.
7.9. გამგეობის მთელ საქმიანობას წარმართავს ასოციაციის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი-ასოციაციის თავმჯდომარე-ეკა წულუკიძე საქართველოს მოქალაქ
7.10   ასოციაციის თავმჯდომარე:
წარმოადგენს ასოციაციის იურიდიულ და ფიზიკურ ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
იწვევს და უძღვება გამგეობის სხდომებს;
უზრუნველყოფს გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ასოციაციის  სახელით დებს ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, გამგეობასთან შეთანხმებით იძენს და განკარგავს ასოციაციის   ქონებას;
ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ხელს აწერს საფინანსო და სხვა სახის ოფიციალურ დოკუმენტაციას;
ახორციელებს გამგეობის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში სხვა საქმიანობას.
7.11 თავმჯდომარის გადადგომის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის განმავლობაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი ვადით.
8.  ასოციაციის ქონება, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 
8.1   ასოციაციის ქონებას შეადგენს ძირითადი, საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში და საჭიროა ამ წესდებით გათვალისწინებული მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
8.2 კანონით დადგენილი წესით კავშირის სახსრები იქმნება:
საწევრო შენატანებით;
ქართველი და უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების უსასყიდლო და საქველმოქმედო შემოწირულობებიდან;
საკუთარი საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობით მიღებული შემოსავლებით;
გრანტებით;
კანონით დადგენილი წესით სხვადასხვა ჩატარებული ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებიდან;
სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლებიდან, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობას.
8.3   ასოციაციის შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობანი, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, საცხოვრებელი ფონდი-მოწყობილობა, ინვენტარი და სხვა ქონება, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
8.4 აღნიშნული მიზნების მისაღწევად   ასოციაციის უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, დააფუძნოს საწარმოები და სამეურნეო ანგარიშიანი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობიდან მიღებული მოგება გამოიყენოს მხოლოდ საწესდებო მიზნების მისაღწევად, მისი განაწილება კავშირის დამფუძნებლებს, შემომწირველებსა და გამგეობის წევრებს შორის არ დაიშვება.
8.5 ასოციაციის უფლება აქვს განახორციელოს კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებაში გათვალისწინებული.
8.6  ასოციაციის  გამგეობას აკისრია პასუხისმგებლობა ფულადი სახსრების სწორად გამოყენებისა და საზოგადოებრივი ქონების დაცვის საქმეში.
8.7   ასოციაციის თავის ქონებას და სახსრებს ფლობს, იყენებს და განკარგავს დასახული მიზნების შესაბამისად.
8.8 ფულადი სახსრების ხარჯვა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 

9. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა
9.1 ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:
) ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით;
) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
9.2. ასოციაციის ლიკვიდაციას ახორციელებს  ასოციაციის გამგეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
9.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Комментариев нет:

Отправить комментарий