ახალგაზრდული ცენტრი-ფარი

                                       როგორ შევქმნათ ეფექტური CV 
11 იანვარს,ფარის ახალგაზრდულ ცენტრში,ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის პროექტის ფარგლებში"მე გენდერული ცვლილებებისთვის",ჩატარდა ტრენინგი თემაზე"როგორ დავწერო ეფექტური რეზიუმე".ეკოკლუბის მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა,რომ თემში მცხოვრებ ახალგაზრდების, ქალების უმეტესობას არ ჰქონდა CV,არ იცნობდნენ წესებს თუ როგორ უნდა შედგენილიყო რეზიუმე,სწორედ ამ მიზნით,ორგანიზაცია "გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდებმა",მოამზადა აღნინული ტრენინგი თემის მოსახლეობისთვის,მისი მიზანი იყო მონაწილეებს განევითარებინათ CV -ის წერის უნარ-ჩვევა.მონაწილეებმა მიიღეს ,როგორც თეორიული ცოდნა,ასევე შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები.შეხვედრის მეორე ნაწილში გაეცნენ europass-ის გავრცელებულ CV-ის ფორმატს და შეადგინეს საკუთარი რეზიუმე,რომელის ელექტრონული ფორმა შემდეგ ეკოკლუბის წევრება მოამზადეს მონაწილეებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა,ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა წულუკიძე.






                                       ტრენინგი"აღზრდის სტილი"
ფარის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე " აღზრდის სტილი".
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ქალბატონი ნინო გაბულდანი.ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერი არის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვიტარების ცენტრი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ ინფორმაციას აღზრდის სტილის შესახებ,მოეხდინათ იდენთიფიცირება თავად რომელი სტილის აღმზრდელები იყვნენ,რომელი მიდგომა არის საუკეთესო ბავშვთან ურთიერთობისას.ტრენინგის ფარგლებში ნაჩვენები იყო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი"ზუზუ",რასაც მოყვა დისკუსია ფილმში წამოჭრილ საკითხებსა და აღზრდის პრობლემებზე.
ტრენინგის მეორე ნაწილი ითვალისწინებდა როლურ თამაშს.ჯგუფებს უნდა მოერგოთ ავტორიტარული,დემოკრატიული და ლიბერალური აღზრდის სტილი და წარმოედგინათ აუდიტორიის წინაშე.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,მნიშვნელოვანი თითოეული მონაწილისათვის.
ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის ქალბატონ ნინო გაბულდანს ამ მნიშნელოვანი ტრენინგისთვის,რომელიც მან ფარის თემის მოსახლეობისთვის ჩაატარა ,მისთვის ძვირფასი დრო გამოიყენა ჩვენი თემის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებისთვის.მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის






                                         ფილმი "ინიციატივა არ ისჯება"
  ფარის ახალგაზრდულ ცენტრში,სათემო განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის"ინიციატივა არ ისჯება" ჩვენება გაიმართა.ფილმის ჩვენებას წინ უძღოდა მცირე სალექციო შეხვედრა თემის ორგანიზების შესახებ საბჭოთა კავშირის დამყარებამდე,ლექციას კითხულობდნენ ანა მარგველაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი და ირაკლი ირემაძე
ფილმის შემდეგ გაიმართა დისკუსია ადგილობრივ ახალგაზრდებთან,მათ ისაუბრეს იმ პრობლემებზე,რომელიც აწუხებს ახალგაზრდებს.შეხვედრა ძალინ საინტერესო  იყო დამსწრეთათვის,იმ ადამიანების მაგალიტების განხილვა,ვინც ცდილობდა არსებული გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას,ახალგაზრდებისთვის  საინტერესო თემა აღმოჩნდა.სტუმრებმა ასევე წარადგინეს წიგნი,რომელიც მათ მიერ კვლევის საფუძველზე მომზადდა და აღწერს  რა გამოცდილება არსებობდა საბჭოტა კავშირამდე თემის თვითორგანიზებისა და როგორ შეფერხდა საბჭოთა რეჟიმის დროს.



                                                      სათემო ლიდერთა ფორუმი 2019


2016 წლიდან სათემო ლიდერთა ფორუმს ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვიტარების ცენტრი.წელს ჩვენი ორგანიზაციაც წარდგენილი იყო პროექტით"ახალგაზრდული ცენტრი ფარი"
 მოგვეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ფორუმში და საზოგადოებისთვის წარგვედგინა ჩვენი ინიციატივა და მისი შედეგები გაგვეზიარებინა,სწორედ ამ ინიციატივით გავხდით ნომინაციის " თანასწორობის მხარდამჭერი საუკეთესო სათემო ინიციატივა" მფლობელები, გაეროს განვითარების პროგრამის რჩეული და არჩვეულებრივი საჩუქარი მივიღეთ ორგნიზაციის ტექნიკით აღჭურვისათვის.




            საინფორმაციო შეხვედრა"ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის"უკეთესი უნარები-უკეთესი მომავლისთვის"

ფარის ახალგაზრდულმა ცენტრმა, პროექტის"ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის-უკეთესი უნარები -უკეთესი მომავლისთვის" ფრგლებში გამართულ საინფორმაციო კამპანიას უმასპინძლა.პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდჭერით ხორციელდება 2018 წლიდან,ორგანიზაციის Save The Children-ისა და ახალგაზრდობის სააგენტოს პრტნიორობით,ზემო სვანეთში პროექტის განმხორციელებელია ორგანიზაცია"გავაძლიეროთ სოფლდ ახალგაზრდები" და ითვალისწინებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დასაქმებისათვის საჭირო უნრების შესახებ.აღნიშნულ საინფორმაციო შეხვედრაში მონწილეობას იღებდა სვანეთის რამდენიმე სკოლის წარმომადგენლი და ეკოკლუბის წევრები.მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის მე -2,ნაკრის,ლატალისა და ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერუსაფრთხოებაზე,დისკრიმინაციაზ, შრომით სამართალსა და შრომით ურთიერთობაზე.შეხვედრის მეორე ნაწილი ითვალისწინებდა შეჯიბრებას სკოლებს შორის შემცნებით თამაშში.შეჯიბრებისათვის გამოყენებულ იქნა ონლიან ინსტრუმენტი kahoot.com.გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი-დაბა მესტიის მე-2 საჯრო სკოლა,რომელსაც გადაეცა სპეციალური დიპლომი და ფასინი საჩუქრები.ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატები და საინფორმაციო ტექსტების შემცველი ბლოკნოტები.საინფორმაციო კამპანიას უძღვებოდნენ ტრენერები,ეკა წულუკიძე და ანნ რეზესიძე.


                 საინფორმაციო შეხვედრა"ქართულ-აფხაზური დიალოგი"
18-19 ოქტომბერს,ფარის ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა შეხვედრას "ქართულ-აფხაზური დიალოგი".შეგახსენებთ,რომ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” მრავალი წელია მართავს ქართულ-აფხაზური დიალოგის თემაზე ვორკშოპებს. სადისკუსიო ვორქშოფების საკვანძო ელემენტია ქართული, აფხაზური და ოსური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენა და ანალიზი. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ მოისმინონ და მცირე ჯგუფებში განიხილონ ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები, რომლებიც ჩაწერილია სოხუმში, გალში, ტყვარჩელში, ოჩამჩირეში, ცხინვალში, ახალგორში, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
აღნიშნულ ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ ისტორიებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ მიმდინარე მოვლენებს. ზემოხსენებულ ბოიგრაფიულ ინტერვიუებში რესპონდენტები საუბრობენ კონფლიქტის წინაპირობებზე, ესკალაციის პერიოდზე, საომარ მოქმედებებზე და უშუალოდ მათი თვალით დანახულ მოვლენებზე.ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია გერმანული ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდის“ მიერ, რომელიც მუშაობს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის კავკასიის რეგიონში.ღონისძიებას ესწრებოდნენ ფარის საჯარო სკოლის მოსავლეები,პედაგოგები და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.ღონისძიება საინტერესო და ემოციური იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ შაკო ჯინჭარაძე და დავით კიკუტაძე



                     სემინარი"ევროკავშირი და საქართველო"

 ფარის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა შეხვედრა თემაზე"ევროკავშირი და საქართველო".სემინარი ინტერაქციული ხასიათის იყო,განსახილველი თემები კი ევროკვშირის დაარსების ისტორია, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება,უვიზო მიმოსვლა და ახალგაზრდული სასწავლო პროგრამები.დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფრომაცია სასრგებლო ბმულების სახით სასწავლო პროგრამების შესახებ.აღნიშნულ სემინარს უძღვებოდა,ისუტიციის სამინისტროს ევროკვშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი,ნინო ლობჟანიძე. ჩვენმა ორგაბიზაციმ შეხვედრას უმასპინძლა პროექტის"ახალგაზრდული ცენტრი-ფარი" ფარგლებში,რომლის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.სემინარს ესწრებოდნენ ფარისა და მაზერის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროსგან გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.ჩვენი ორგანიზაცია,მადლობას უხდის ქალბატონ ნინო ლობჟანიძეს მისი ინიციატივისთვის,რომ სვანეთის ახალგაზრდებისათვის ჩაეტარებინა აღნიშნული სემინარი,ასევე იუსტიციის სამინისტროს ამ იდეის მხარდაჭერისათვის.

                                                  სათემო შეხვედრა

ფარის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე,"ახალგაზრდები თემის განვითარებისთვის".
შეხვედრას ესწრებოდნენ თემის ახალგაზრდები,პედაგოგები და ეკოკლუბის წევრები. შეხვედრას უძღვებოდა ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჭაჭუა,რომელმაც ახალგაზრდებს გააცნო მათ მიერ პროექტის"ჩაერთო 2.0-ის" ფარგლებში მომზადებული იდეა,რაც გულისხმობს ფარის თემში დასასვენებელი სკვერის მოწყობას.შეგახსენებთ,რომ ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობს პროექტში "ჩაერთი 2.0"
პროექტი მხარს უჭერს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ ინიციატივებში და მათთვის მეთოდებისა და გზების შესახებ ინფორმირებას.
პროექტს ახორციელებს განვითარებისა და განათლების გალიციური ფონდი (პოლონეთი) და Kona/კონა (საქართველო). თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, როგორც RITA-ს Region in Transition წევრი. პროექტი განხორციელებულია განათლებისა და დემოკრატიის ფონდის მიერ.
პროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო თითოეულმა მონაწილემ.ჩატარდა ჯგუფური მუშაობა,თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა სკვერის კონცემფცია,რაც მომდენო შეხვედრისას დამუშავდება საპროექტო იდეად და ორგანიზაცია თემის მოსახლეობასტან ერთად დაიწყებს რესურსების მობილიზებას.

                  ტრენინგი"ეფექტური პრეზენტაცია და თვითპრეზენტაცია
ფარის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე"ეფექტური პრეზენტაცია და თვითპრეზენტაცია".ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს გაეუმჯობესებინათ თვითპრეზენტაციის,პრეზენტაციისა და თვითშეფასების უნარი.ტრენინგის დასასრულს,მსმენელები ფლობდნენ ინფორმაციას თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შთაბეჭდილების მართვა,თვითიმიჯი,გაეცნენ ეფექტური პრეზენტატორის 9 მახასიათებელს,ეფექტური კომუნიკაციის მოდელს,შეძლეს არავერბალური სიგნალების იდენტიფიკაცია და ინტერპრეტირება. ტრენინგს ესწრებოდნენ ფარისა და ლატალის თემის ახალგაზრდები,მასწავლებლები და ეკოკლუბის წევრები.ტრენინგის მატერიალური ბაზა უზრუნველყოფილი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ.ტრენინგმოდული მომზადებულია ევროკავშირის პროექტის ფარგლებში"ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის-უკეთესი უნარები,უკეთესი მომავლისთვის"




                            ახალგაზრდული ცენტრი -ქალებისთვის.
ახალგაზრდული ცენტრმა უმასპინძლა სოციალური საწარმოს მიერ ორგანიზებულ 10 დღიან სწავლებას.
208 წლიდან სოციალური საწარმო"მზეკო" თანამშრომლობს შვეიცარიულ საქველმოქმედო ფონდთან,რომელიც საკუტარი რესურსით ფარის თემის ქალებისთვის ატარებს სასწავლო კურსს ხელსაქმის მიმართულებით.მონაწილეები სურვილისამებრ ირჩევენ პროგრამას,ქმნიან ნამუშევრებს,რომელიც შემდეგ საჩუქრად გადაეცემათ მათ.
პროექტი ხელს უწყობს თემში ქალების პროფესიულ უნარების გაუმჯობესებას,მათ სოციალიზაციას და დასაქმებისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.


                                                    ახალგაზრდული ცენტრი-ფარი.

ცენტრი "ფარი",დაფუძნებულია ააიპ "გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდების" მიერ  მესტიის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების  ცენტრის მიერ,მისი მიზანია ფარის ტემისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება არაფორმალურ გარემოში.
ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგები,საინფორმაციო შეხვედრები,ღონისძიებები და სათემო აქტივობები.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 17050 ლარს,რაც ძირითადად მოხმარდა არსებული ფართის გარემონტებას და ავეჯით აღჭურვას,ტრენინგების ჩატარებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий